გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში პოეზიის დღე საინტერესოდ აღინიშნა
29-03-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მამოტივირებელი, განვითარებასა და წარმატებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, სკოლაში პოეზიის დღე მყუდრო და სასიამოვნო გარემოში აღნიშნა. ლექსები, მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებლებმაც წაიკითხეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღესასწაულმა ისინი პოეტურ სტრიქონებში ჩაქსოვილ სიბრძნეს, სიკეთეს, სიხარულსა და სიყვარულს კიდევ ერთხელ აზიარა. მნიშვნელოვანია, რომ ემოციებით აივსო მსმენელიც.

აქტივობამ უდიდესი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203