„პოეზიის ჯადოქარი“ - ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელნაწერი წიგნი შექმნეს
29-03-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.

ახლახან, მოსწავლეებმა ხალისითა და ინტერესით იმუშავეს პროექტზე - „დიდი წიგნის შექმნა“.

მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის - ზისერ ბურჯალიანის ხელმძღვანელობით, შექმნეს წიგნი, სახელწოდებით - „პოეზიის ჯადოქარი“. 

მოსწავლეებმა, თემად ლეჩხუმელი პოეტი ლადო ასათიანი და მისი შემოქმედება აირჩიეს და შთამბეჭდავი ილუსტრირებული ხელნაწერი შექმნეს. 

„ალბათ მიხვდებით თუ რომელ პოეტზეა საუბარი, ეს არის ჩვენი ლეჩხუმის საამაყო შვილი ლადო ასათიანი. რომლის პოეზია მანამ იქნება სანამ იარსებებს მსოფლიო“, - აღნიშნავენ სკოლაში და დიდი სიხარულით გვაცნობენ მოსწვალეთა ნამუშევარს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203