საბათლოს საჯარო სკოლაში ევროპელი ავტორების დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
29-03-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო სახის აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, ევროპელი ავტორების დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება გაიმართა.

პედაგოგებმა: მანანა თარაშვილმა, ნინო ქადაგიშვილმა, სოფო მამაჯანაშვილმა და ნათია ფათალიშვილმა სკოლის იდეათეკაში მოსწავლეებს წააკითხეს ნაწყვეტები ევროპელი ავტორების ნაწარმოებებიდან როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.

ასევე აღნიშნულ დღეს, სკოლაში, დისკუსია მოეწყო თემაზე - „საყვარელი ევროპელი ავტორი“.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, როგორც გვიყვებიან, ერთხმად აღიარეს, რომ მათი საყვარელი ევროპელი საბავშვო ავტორია ასტრიდ ლინდგრენი. პედაგოგებმა პატარებს დაწვრილებით გააცნეს ასტრიდის ბიოგრაფია, ბავშვებმა კი ისაუბრეს მისი ნაწარმოებების შესახებ, გაიხსენეს კარლსონის და „პეპი გრძელწინდას“ ოინები. 

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.

ღონისძიებამ ხალისიანად და ნაყოფიერად ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203