მათემატიკის საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული კვირეული დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში
28-03-2024
დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, მამოტივირებელი და შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, მათემატიკის კვირეულის ფარგლებში, თვითმმართველობისა და ნორჩ მათემატიკოსთა კლუბის წევრების ორგანიზებით, საინტერესო და სახალისო აქტოვობები დაიგეგმა. მის მიმდინარეობაში ყველა კლასის მოსწავლე მონდომებით ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ მათემატიკა სხვადასხვა საგნებთანაა ინტეგრირებული.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. სკოლაში მათ განვითარებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს