
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო, შემოქმედებითად დატვირთული აქტივობა იმართება.
მათ შორის იყო საახალწლო ღონისძიება, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით მონაწილეობდნენ. ბავშვებმა, ღონისძიებაზე, იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.
მოსწავლეთა შემოქმედებითობამ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ეს დღე იქ მყოფ თითოეულ ადამიანს დიდხანს ემახსოვრება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: