დაბაძველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
28-03-2024

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, გაზაფხულის პირველი დღესასწაულის - დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მათ დედების ამაგი აღნიშნეს და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.

ეს დღე ძალიან ემოციური და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203