
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს სამეწარმეო კლუბი -„ხემარდიანი“, რომელიც სკოლის წამყვანი მასწავლებლების ინიციატივით შეიქმნა (ხელმძღვანელი მაია მებონია).
მოსწავლეებს ამ საქმიანობაში მეგზურობას უწევს ხეზე კვეთის ოსტატი თემურ ბენდელიანი, რომელიც ენერგიას არ იშურებს საქმის სწავლებისა და სასურველი შედეგის დადებისთვის.
კლუბის წევრებმა ამჯერად უკვე მეორედ გამართეს ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. წარმოადგინეს რუდუნებით შექმნილი მრავალფეროვანი ხელნაკეთი ნივთი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კლუბის წევრებს სამომავლოდ არაერთი შემოქმედებითი იდეა აქვთ, რომელთაც აუცილებლად განახორციელებენ.
„წარმატებას ვუსურვებთ კლუბის წევრებს, მათ ხელმარჯვე ოსტატს. აქვე, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით სპონსორებს ამ დიდ საქმეში თანადგომისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: