დმანისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ევროპელი ავტორების დღე აღნიშნეს
29-03-2024

დმანისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ლიტერატურის სიყვარულს შთააგონებენ. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

25 მარტს, დმანისის N2 საჯარო სკოლა პირველად შეუერთდა საერთაშორისო ღონისძიებას - „ევროპელი ავტორების დღე“.

ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა, კითხვისა და მოსმენის ფორმატში, რასაც მოჰყვა ჰანს კრისტიან ანდერსენის, დანიელ დეფოს და ანტუან სენტ-ეგზიუპერის ნამუშევრების განხილვა.

აქტივობის დასასრულს ბავშვებს გაუჩნდათ სურვილი მოსმენილი მონაკვეთები დაესურათებინათ და ილუსტრაციები შექმნეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203