მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვება იზეიმეს
28-03-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვება და UEFA EURO 2024-ის საგზურის მოპოვება დიდი ემოციებით აღნიშნეს. 

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ბავშვებმა მხურვალე ქომაგობითა და დიდი ზარ-ზეიმით მიულოცეს ეს უდიდესი გამარჯვება.

მთელი სასკოლო საზოგადოება ამაყი და ბედნიერია. მოსწავლე-მასწავლებლები საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კიდევ ბევრ გამარჯვებასა და წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203