„საყვარელი გაკვეთილი“- დმანისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს დიდი ინტერესით სწავლობენ
28-03-2024

დმანისის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელები მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ, რაც ბავშვების აქტიურობასა და ჩართულობას იწვევს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ასეთი მუხტით იმართება ჭადრაკის გაკვეთილები, მოსწავლეებისთვის ეს საგანი განსაკუთრებით საყვარელი და საინტერესოა. ბავშვები საგაკვეთილო პროცესში დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან, ეცნობიან მის საფუძვლებს, სწავლობენ სვლებს და ითვისებენ თამაშის პრინციპს. 

ამჯერად, შემაჯამებელი გაკვეთილი გაიმართა მე-2 კლასში, რომელსაც პედაგოგი ირმა მაღრაძე ხელმძღვანელობდა. 

„საყვარელი გაკვეთილი - ჭადრაკი!“ - ასე მოიხსენიებენ მოსწავლეები საგანს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203