ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში ბარბარიზმების წინააღმდეგ გაილაშქრეს.
V კლასში, მასწავლებელ სოფიო კალანდაძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება „ვისაუბროთ ქართულად“ ჩატარდა, რომლის თემა „ბარბარიზმები“ გახლდათ.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა პირველ რიგში, ისაუბრეს თუ რას ნიშნავს ბარბარიზმები. მათ დღემდე შემორჩენილ და ქართულ ენაში ფეხმოკიდებული უცხოურ სიტყვებს სწორი შესატყვისი მიუწერეს.
მოსწავლეებმა ასევე აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სწორად, ქართულ ენაზე მეტყველება .
ბავშვებმა ამ ღონისძიებით საზოგადოებას მოუწოდეს, რომ ბარბარიზმების გამოყენებისგან თავი შეიკავონ და ქართულ ენაზე იმეტყველონ.
იხილეთ ფოტოები: