ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის (სამესხიოს სკოლა) მოსწავლეებმა დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს
28-03-2024
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში (სამესხიოს სკოლა) სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. იქ მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება. 

ამიტომ, რასაკვირველია, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც დედის დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, პედაგოგ ევა კვარაცხელიას ხელმძღვანელობით კლასის საათი ჩატარდა. 

მოსწავლეებმა საყვარელ მშობლებს დედის დღე ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს. აქტივობა სიმღერებით მუსიკისა და ინგლისური ენის მასწავლებლებმაც გააფორმეს. 

„დედა არის სიყვარული, სიცოცხლე და ერთგულება! მადლობა თქვენ ამ დღის გალამაზებისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტო:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203