იმიტირებული ლიტერატურული სასამართლო პროცესი თბილისის N61 საჯარო სკოლაში
28-03-2024

თბილისის N61 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურული პერსონაჟებისთვის იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს. 

სასამართლო, VIII კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოაწყვეს და მას მასწავლებელი ლალი ბედუკაძე ხელმძღვანელობდა. 

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს საფუძვლად გიორგი ლეონიძის მოთხრობა - „მარიტა“, დაედო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი მიზნად ისახავდა აუდიტორიის წინაშე გამოსვლის, არგუმენტირებული მსჯელობის, როლური ტექსტების შექმნის უნარების განვითარებას, ასევე, მოსწავლეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას.

მოსწავლეებმა შესანიშნავად გაითავისეს მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, მოწმეებისა და ნაფიცი მსაჯულების როლები. არგუმენტირებულად იმსჯელეს პრობლემურ საკითხებზე, გამოავლინეს ლიტერატურული ნაწარმოების სიღრმისეული წვდომის უნარი.

აღსანიშნავია, რომ პროცესის დასრულების შემდეგ გაიმართა იმიტირებული პრესკონფერენცია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203