ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეთა შესრულებული „შენ ხარ ვენახი“ მშვენიერი მოსასმენია
28-03-2024

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში, საინტერესო ღონისძიებები იმართება, რომლებშიც სკოლის მგალობელთა გუნდი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობს.

ამჯერად, მათ, პედაგოგ თორნიკე ბაკურაძის ხელმძღვანელობით, საგალობელი „შენ ხარ ვენახი“ შთამბეჭდავად, ძალიან ემოციურად შეასრულეს.

​მოსწავლეთა შემოქმედებითმა უნარებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. გიმნაზიაში დადებითი ატმოსფერო სუფევდა, რამაც იქ მყოფი თითოეული ადამიანი მოიცვა. 

ეს დღე ყველასთვის ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203