
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზია მრავალფეროვანი და მეტად საინტერესო სასკოლო ცხოვრებით გამოირჩევა. იმართება არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
ახლახან, გიმნაზიის ქართული ლიტერატურისა და ისტორიის მოყვარულთა კლუბის, აგრეთვე ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით, ჩატარდა შეხვედრა ცნობილ ფილოლოგთან, მრავალი კვლევების ავტორთან, ქეთევან ჯერვალიძესთან.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საინტერესო კვლევა მე- 18 საუკუნის ქართველი საზოგადო მოღვაწის, გაიოზ რექტორის შემოქმედებაზე (ავტორები ქეთევან ჯერვალიძე, ნინო პეტრიაშვილი).
ლექციას ესწრებოდნენ გიმნაზიის უფროსკლასელები, გიმნაზიის დირექცია, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა და ისტორიის კათედრა.
თამარ მეფის გიმნაზია სასკოლო საზოგადოებას მუდამ სთავაზობს მსგავს საგანმანათლებლო შეხვედრებს, რათა მოსწავლეებმა კლასგარეშე ინტერესები განივითარონ.
იხილეთ ფოტოები: