„ჩვენ ყველა ერთმანეთისგან განვსხვავდებით, მაგრამ ამან მეგობრობაში ხელი არ უნდა შეგვიშალოს!“ - კორბოულის N1 სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
28-03-2024

ქრისტინე ხარშილაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N1 საჯარო სკოლა, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღისადმი მიძღვნილ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა. 

სკოლაში, ამ დღეს ინფორმაციული ღონისძიება მიეძღვნა. მოსწავლეებმა მიიღეს შესაბამისი ინფორმაცია მათთვის გასაგები და მარტივი ენით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა გაიაზრეს: „ჩვენ ყველა ერთმანეთისგან განვსხვავდებით, მაგრამ ამ განსხვავებებმა მეგობრობაში ხელი არ უნდა შეგვიშალოს!“. 

„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს... ჩვენ ფერადი და ბედნიერი ბავშვები ვართ“, - ამ მოტივით მოსწავლეებმა ეს დღე აღნიშნეს და საზოგადოებას ტოლერანტობისკენ მოუწოდეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203