ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ღირსეული წარმატება ინტელექტუალურ კონკურსში
28-03-2024

სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით, ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VIII ა კლასში (დამრიგებელი-ცირა კუბლაშვილი) ხშირად ტარდება ინტელექტუალური კონკურსები, რაც ხელს უწყობს წიგნიერების დონის ამაღლებას, ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

VIII კლასის მოსწავლეებმა: ალექსი ტყემალაძემ, მარიამ გაბრიაძემ, ელენე ქარქაშაძემ, ელენე ჩაფიძემ, თამარ ყიფიანმა და ბადრი ხუნდაძემ ამ მიზნით მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ქუთაისში გამართულ ინტელექტუალურ კონკურსში - „ინტელექტიადა“. ღონისძიებაში სულ მონაწილეობდა 26 გუნდი, თამაში მეტად საინტერესო და დაძაბული იყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსზე სკოლის მოსწავლეებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს და დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და ვაუჩერებით.

„ნოვატორთა აუდიტორია“ და N6 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს VIII კლასის მოსწავლეებს ამ ღირსეულ წარმატებას.

აღსანიშნავია, რომ ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203