ერკეთის საჯარო სკოლაში π რიცხვის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
28-03-2024
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

მათ შორის იყო π რიცხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

აღნიშნულ დღეს, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს დამსწრე საზოგადოებას π რიცხვის ისტორია.

„ბავშვებმა მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით გამოყვეს ქალების როლი მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა π რიცხვს მიუძღვნეს თეატრალიზებული, გურული იუმორით გაჯერებული წარმოდგენა, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„მასწავლებელთა და მოსწავლეთა შემოქმედების შედეგად კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე ჩაიწერა სკოლის ისტორიაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203