ბათუმის N20 საჯარო სკოლის მოსწავლე - იოანნა შერვაშიძე კანის კინოფესტივალზე წითელ ხალიჩაზე წარდგება
28-03-2024
ბათუმის N20 საჯარო სკოლაში მოტივირებული, მიზანდასახული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ. 

ერთ-ერთი მათგანი მეათეკლასელი იოანნა შერვაშიძეა, რომლის წარმატებითაც სკოლაში ხარობენ. მოსწავლე სამოდელო სააგენტო „კატრინის“ სახეა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, იოანნა შერვაშიძე, 21 მაისს, მონაკოში „ტიფანის მოდის კვირეულზე“ და ასევე, „ფორბსთან" და „ნეტფლიქსთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, კანის კინოფესტივალზე წარსდგება. ის წითელ ხალიჩაზე პროფესიონალ მოდელებთან ერთად გაივლის.

„გვახარებს და გვეამაყება ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის იოანნა შერვაშიძის წარმატება. ის წითელ ხალიჩაზე თავისი შარმით, სილამაზითა და ელეგანტურობით ყველას მოხიბლავს. სკოლა გულშემატკივრობს და თვალს ადევნებს  მის წარმატებას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203