„მზის სისტემის პლანეტები“- გორელოვკის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასელთა საინტერესო ღია გაკვეთილი
28-03-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს.
პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავენ. სწორედ ამ მიზნით, რუსული ენის მასწავლებელმა მელანია ხაჩატრიანმა მე-11 კლასში ღია გაკვეთილი - „მზის სისტემის პლანეტები“, ჩაატარა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ, მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, პრეზენტაცია მოამზადეს და მზის სისტემის პლანეტების შესახებ ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ მათ ცოდნა გამოავლინეს, ინფორმაცია ერთმანეთს გაუზარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს