ძველი ქანდის საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგის შემოქმედებითი გატაცება და შთამბეჭდავი ნამუშევრები
28-03-2024
ნუნუ გუგუშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელია, მას ხელოვნებასთან არა მარტო მუსიკა, არამედ საყვარელი ჰობიც აკავშირებს.
პედაგოგი შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩევა, უკან, ბავშვობაში ბრუნდება და ტკბილი მოგონებებით შთაგონებული შთამბეჭდავ თოჯინებს ქმნის, თავისი ნამუშევრებით კი, სასკოლო საზოგადოებას ზღაპრულ, ფერადი თოჯინების სამყაროში ამოგზაურებს.
აღსანიშნავია, რომ ის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საყვარელი პედაგოგია, მას სასკოლო საზოგადოება აფასებს და თავის პროფსიულ კარიერაში თუ, შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებას უსურვებენ.
სკოლაში, მისი ნამუშევრებით მოხიბლული სასკოლო საზოგადოება დიდი სიამოვნებით გაცნობს პედაგოგს სხვა რაკურსით.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს