დმანისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსპერიმენტები 
28-03-2024

დმანისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნებს პრაქტიკული დავალებებითა და ექსპერიმეტებით სწავლობენ. მოსწავლეები იძიებენ, იკვლევენ და საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებენ. 

მათ შორის, დმანისის №2 საჯარო სკოლის მე-8 კლასში, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლის - გ.ბლუდოვას ხელმძღვანელობით, ჩატარდა ექსპერიმენტი - „ანტისხეულების და ანტიგენების ურთიერთქმედების შედეგად, სისხლის ჯგუფების თავსებადობის დადგენა“.

მოსწავლეებისთვის ექსპერიმენტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

„მოსწავლეები დონორიდან მიმღებზე სისხლის გადასხმისას აშკარად იყვნენ დარწმუნებულები სისხლის ჯგუფების თავსებადობისა და შეუთავსებლობის შესახებ“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203