სამღერეთის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა მაგიდის ჩოგბურთში, რეგიონალურ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა
28-03-2024
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე ზრუნავენ. 

სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. რუსთავში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-ის ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთში რეგიონალური შეჯიბრება გაიმართა. მასში სამღერეთის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი მონაწილეობდა. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და საპრიზო მესამე ადგილი მოიპოვეს. სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ და წარმატებას უსურვებენ.

„ვულოცავთ გუნდს ამ წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებთ 7 აპრილს დაგეგმილ უკვე ფეხბურთის სახეობაში“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203