ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
27-03-2024
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის შესაბამისი აქტივობები ეძღვნება.

ამჯერად, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მე-3 კლასის მოსწავლეებმა სახელმძღვანელოში მოცემულ თემაზე ისაუბრეს, IV კლასის მოსწავლემ ლექსი „ტყეებს ნუ კაფავ ძმობილო“ წაიკითხა და მის შინაარსზე ისაუბრა.

გარდა ამისა, I და II კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის მომზადებული პრეზენტაცია მოისმინეს და ტყის მნიშვნელობაზე საკუთარი აზრი დააფიქსირეს. შემაჯამებელი აქტივობის სახით, ყველამ ერთად პლაკატი დაამზადა. 

აღსანიშნავია, რომ თითოეულმა მოსწავლემ შესაძლებლობები გამოავლინა, დრო ნაყოფიერად გაატარა და ცოდნა გაიღრმავა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203