„კითხვის საათი, მშობლების ჩართულობით“ - აკეთის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
27-03-2024
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, სკოლაში ნაყოფიერი, შემოქმედებითი და საინტერესო პროექტი - „კითხვის საათი, მშობლების ჩართულობით“, პედაგოგმა მზიური ბერიძემ თავის სადამრიგებლო მეშვიდე კლასთან განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა მწერლის სხვადასხვა ჟანრის თხზულებები წაიკითხეს და განიხილეს. აღსანიშნავია, რომ მშობლებმა, თავიანთი ინიციატივით, საკლასო ოთახის კედელზე ნახატი წარწერით - „კითხვა გვაფრთიანებს“, შექმნეს.

„პროექტი მეტად აქტუალური იყო, რადგან მოსწავლეებში წიგნიერების გაზრდით მიზნით და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართულობით განხორციელდა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203