აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ღონისძიება გაიმართა 
27-03-2024

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება „მზის შვილები“ ჩატარდა. დაუნის სინდრომზე ინფორმაცია საკუთარ კლასს ყველა კლასის ხელმძღვანელმა მიაწოდა.

პირველი კლასის მასწავლებელმა - თეა მაქაცარიამ და სკოლის ექიმმა - მაგული ქობალიამ მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა აქტივობა ჩაატარეს. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა - ვენერა (ნანი ) ესართიამ, მე-12 კლასის მოსწავლეებთან ერთად დაამზადა კედლის გაზეთი, პოსტერები, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას.

„მოსწავლეებმა მხარდაჭერა გამოხატეს. მადლობა სკოლის თითოეულ მოსწავლეს და მასწავლებელს, გაწეული წვლილისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. 2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია'' - „Lot`s of Socks, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203