გომის საჯარო სკოლის მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი კლასგარეშე აქტივობა
28-03-2024
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეებს საინტერესო, შთამაგონებელ და მამოტივირებელ აქტივობებს სთავაზობს. 

ახლახან, მე-2 და მე-3 კლასის ხელმძღვანელებმა - ხათუნა ამაღლობელმა და ინგა ჩაჩუამ კლასგარეშე აქტივობის ერთ-ერთი სახეობა  განახორციელეს. მათ მოსწავლეები სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ექსკურსიაზე ჰყავდათ. აქტივობამ თითოეული მოსწავლის დიდი დაინტერესება გამოიწვია, ისინი ნანახით აღფრთოვანებულები იყვნენ. 

კლასების ხელმძღვანელები სკოლის დირექციასა და თითოეული მოსწავლის მშობელს, აღნიშნული აქტივობის წარმატებით განხორციელებისათვის, მადლობას უხდიან. 

„თანამედროვე მსოფლიოში კლასგარეშე აქტივობების და პროგრამების საჭიროება დღითი-დღე იზრდება. კლასგარეშე პროგრამები, გაკვეთილების შემდეგ ბავშვების დროის უსაფრთხოდ, ორგანიზებულად და ნაყოფიერად გატარებას უზრუნველყოფს, მათ ენერგიას პოზიტიური მიმართულებით წარმართავს, გარდა ამისა, სპეციფიკური ინტერესების დაკმაყოფილებასა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასაც უწყობს ხელს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203