ლამაზი საგაზაფხულო ღონისძიება გომის საჯარო სკოლაში
27-03-2024
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობს. 

სკოლაში გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე გრანდიოზულად აღინიშნა. ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მასწავლებლების ერთობლივი ძალისხმევით მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა მონდომებით ჩაერთო.

მასში დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობით იყო დატვირთული. 

„ხალისით, ახალი იდეებით, მიზნებითა და სიყვარულით სავსე გაზაფხული დაგბედებოდეთ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203