პიპილეთის საჯარო სკოლაში π რიცხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
27-03-2024
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლაში π (პი) რიცხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია თემაზე- „სად, როდის, გამოვიყენოთ π (პი) რიცხვი“. დისკუსიის მიზანი იყო მოსწავლეები მათემატიკაში π (პი) რიცხვის მნიშვნელობასა და მისი გამოყენების გზებს ღრმად ჩასწვდომოდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა π (პი) რიცხვის ირგვლივ დამაჯერებლად იმსჯელეს. მათ რიცხვს ლექსიც მიუძღვნეს.

„გამოიკვეთა მათი მახვილგონიერება აღნიშნული რიცხვის მიახლოებით მნიშვნელობაზე, რაც შეიძლება მეტ ნიშნად ციფრებზე. სახალისოდ ლექსიც კი მიუძღვნეს π (პი) რიცხვს, რომლითაც თვალსაჩინოდ წარმოადგინეს, თუ როგორ მივიდნენ π (პი) რიცხვის 13 ნიშნად ციფრებზე“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203