„გაზაფხული, დედა, სიყვარული“- საყულიის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა წარმტაცი ღონისძიება
27-03-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.

მე-6 კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულები აღნიშნეს და ღონისძიება - „გაზაფხული, დედა, სიყვარული“ გამართეს. მათ იმღერეს, იცეკვეს, მაყურებლის წინაშე სხვადასხვა ნომერი წარადგინეს და კოსტუმირებული სანახოაბა მოაწყვეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები აჩუქეს. ღონისძიების ხელმძღვანელი ნათია ჟორჟოლიანი გახლდათ.

„აჭიკჭიკებული, ამღერებული და აცეკვებული ჩვენი გოგო-ბიჭები, სცენაზე გაცოცხლებული წმინდანები და თამარის ეპოქა, ქართველი ქალისა და დედის სახე საქართველოს ისტორიაში. მადლობა მათ ამ შესანიშნავი დღისთვის. ღონისძიებამ ნათლად აჩვენა, რომ ქართული გენი უკვდავია“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203