კვატიის საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში გაიმართა
27-03-2024

დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში - „ხარ თუ არა მე-3 კლასელზე ჭკვიანი?“

თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„გუნდების შეუპოვარი გონებრივი ბრძოლა და ბედნიერი ბავშვები“,- ასე აფასებენ ღონისძიებას სკოლაში. 

ინტელექტუალურ თამაშს ორგანიზება ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - სოსლან სურმანიძემ გაუწია. 

იხილეთ ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203