
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერეს სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახება.
მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ინტეგრირებული გაკვეთილები. მიდგომა საინტერესოს და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს, ამიტომ მასწავლებლები საგანთა ინტეგრაციას სასწავლო პროცესში ხშირად მიმართავენ და მოსწავლეებს სასკოლო დღეებს უმრავალფეროვნებენ.
„ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის ორგანიზების ფორმა და დაგეგმილი აქტივობები ემსახურება ორივე საგანში შედეგის მისაღწევად განსაზღვრულ მიზნებს“,- გვეუნბებიან ნენიის სკოლაში, სადაც მრავალფეროვანი და მეტად საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა და დასძენენ, რომ ინტეგრირებული გაკვეთილები მოსწავლეების შინაგან მოტივაციას ამაღლებს და ზრდის საგნების მიმართ ინტერესს. ბავშვები ეჩვევიან ერთი და იმავე მასალის სხვადასხვა კონტექსში დანახვას, რაც მათ უადვილებს ამა თუ იმ თემის შესწავლას.
იხილეთ ფოტოები: