საქართველოს საფეხბურთო ნაკრების აქტიური ქომაგები ქვემო ქედის საჯარო სკოლიდან
27-03-2024

დღეს მთელი ერი ერთიანია, ქვეყნის ყველა კითხეში კი გამარჯვების ყიჟინა ისმის - ოვაციები და ემოციების ზღვა უკვე მეორე დღეა არც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლაში განელებულა. საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვება სკოლაში განსაკუთრებულად იზეიმეს. 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფეხბურთელებს მატჩის დაწყებამდეც, დიდი ჟრიამულით ქომაგობდნენ. 

მატჩის დაწყებამდე მოსწავლეები საქართველოს დროშების ფრიალით, პლაკატებითა და მხურვალე ოვაციებით სკოლის ეზოში შეიკრიბნენ, წინასწარ დააანონსეს, რომ ქართველები ისტორიულ გამარჯვებას მოიპოვებდნენ. 

.მოსწავლეები დაუვიწყარი ემოციებითა და სიამაყით აღვსილები ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავდნენ. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203