საციხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
29-03-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასკოლო დღეებს სთავაზობენ. 

ახლახან, სკოლის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების მასწავლებლის - ლეილა ბერიძის ორგანიზებით, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

პედაგოგი მოსწავლეებს ბუნებრივი რესურსების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა და გარემოს დაცვისკენ მოუწოდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით 1993 წლიდან აღინიშნება. ამ დღის ძირითადი მიმართულება და დანიშნულება მდგრადი განვითარების მე-6 მიზნის (SDG) მიღწევის მხარდაჭერაა, რათა 2030 წლისთვის ყველა ადამიანს ჰქონდეს უსაფრთხო სასმელი წყალი და დაცული იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203