ნენიის საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ნენია“ მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარდგენისთვის ემზადება
27-03-2024

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლის მოსწავლეები არა მხოლოდ სასკოლო საგნებს ეუფლებიან მონდომებით, არამედ შემოქმედებითი უნარებითაც გამოირჩევიან.

ამის დასტურია ისიც, რომ სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის - „ნენია“ მოცეკვავეები - საუკეთესო და მოტივირებული მოსწავლეები სულ მალე მაყურებლის წინაშე წარდგებიან.

ისინი დიდი მონდომებით, ენთუზიაზმით ემზადებიან კონცერტისთვის და თავს არ ზოგავენ, რათა მაყურებლის მოწონება დაიმსახურონ.

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203