საციხურის საჯარო სკოლა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მასშტაბურ კამპანიას შეუერთდა
29-03-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

მათ შორს, სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მასშტაბურ კამპანიას შეუერთდა. 

21 მარტს, ბიოლოგიის მასწავლებლის - გულნაზ მარკოიძის ორგანიზებით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არაერთი შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა. მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს.

21 მარტს, სკოლაში ასევე აღინიშნა ტყის საერთაშორისო დღე

ერთიანი ღონისძიება ბუნებისმეტყველების მასწავლებლის ლეილა ბერიძის ორგანიზებით გაიმართა და მოსწავლეთა ეკოცნობიერებას ამაღლებას ემსახურებოდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203