ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის გუნდის წარმატება ინტელექტუალურ თამაშში
27-03-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია. მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებსა და საგანმანათლებლო პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

23 მარტს, ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში იმერეთის მასშტაბით გამართულ ინტელექტუალურ თამაშზე - „ინტელექტიადა“ III-IV კლასის კატეგორიაში საპრიზო ადგილი დაიკავა ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დებიუტანტმა გუნდმა „ათენამ“.

გუნდი კონკურსზე წარდგა შემდეგი შემადგენლობით:

თეკლა ჯანაშია (კაპიტანი);
ანდრია დემეტრაძე;
ნატალი მამისეიშვილი;
ანდრია იმნაძე;
ანასტასია ხაჭვანი;
ლუკა ახალაძე;
პედაგოგი ელისო კუბლაშვილი;

სკოლაში გუნდის წარმატება ახარებთ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენი სკოლის გუნდს მიღწეულს და მომავალშიც დიდ წარმატებებს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203