საციხურის საჯარო სკოლისა და კულტურის სახლის ერთობლივი შთამბეჭდავი ღონისძიება
27-03-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭსა და შესაძლებლობების წარმოჩნა-წახალისებას ემსახურება.

6 მარტს, ჩატარდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლისა და კულტურის სახლის ერთობლივი ღინისძიება, რომელიც მიეძღვნა დედათა და ქალთა დღეებს.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდნენ და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

სკოლაში, მადლობას უხდიან ყველას ვისაც ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში მიუძღვის წვლილი. 

„მადლობას ვუხდით ღონისძიებაში მონაწილე პირებს. განსაკუთრებული მადლობა მასწავლებლებს - ვარდო ბოლქვაძეს, მარიამ ქედელიძეს, ქორეოგრაფ სულხან ფასანიძეს და მუსიკალური მხარდაჭერისთვის რამაზ ფასანიძეს. აღსანიშნავია მოსწავლეების თეატრალური და მუსიკალური ნიჭის გამოვლინება. წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ მათგანს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ შთამბეჭდავ ღონისძიებას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203