რელიგიების ისტორიისა და კულტურის სწავლების საკითხზე სასწავლო პროგრამები მომზადდება
29-05-2018
„რელიგიების ისტორიისა და კულტურის სწავლების საკითხზე სამუშაო ჯგუფი უკვე ფორმირებულია და როდესაც ისინი ჩამოყალიბდებიან კონცეპტუალურ ხედვაზე, ამის შემდეგ მომზადდება სასწავლო პროგრამები“ - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისივე თქმით, ჯგუფში ყველა კონფესიის წარმომადგენელია და მათი პირველი შეკრება დღეს გაიმართება. „რელიგიების ისტორიისა და კულტურის სწავლების საკითხზე სამუშაო ჯგუფი უკვე ფორმირებულია. მათ დაიწყეს მუშაობა მიზნების შეჯერებაზე. რა თქმა უნდა, როდესაც სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება კონცეპტუალურ ხედვაზე, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ცალკეულ დეტალებზე მსჯელობა და სასწავლო პროგრამების მომზადება. ჯგუფში ყველა კონფესიის წარმომადგენელია მოწვეული და დღეს ექნებათ პირველი შეკრება“, - განაცხადა ლია გიგაურმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს