კიზილქილისას საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობდნენ
27-03-2024
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, ცოდნის წარმოჩენასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ისინი სხვადასხვა შემეცნებით და ინტელექტუალურ კონკურსში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები, ანალიტიკური, სხარტი აზროვნება და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
ეს დღე საინტერესო და შემეცნებითი იყო მოსწავლეთათვის.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდაზე აქტიურად ზრუნავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს