რიყეთის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო
მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
სკოლაში, თვითმმართველობის წევრების ინიციატივით, აქტივობა „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ ჩატარდა.
აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, სკოლაში მომზადდა კითხვები, საინტერესო პრეზენტაციები, ფლეშმობი „46+1“, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
აღნიშნულ დღეს, ასევე მოეწყო საინტერესო შეხვედრა ბიოლოგიის პედაგოგ კობა შავაძესთან, რომელმაც ბავშვებს დაუნის სინდრომის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გააცნო. მან ასევე სინდრომის შესახებ არსებული მითებისა და რეალობის შესახებ ისაუბრა.
1866 წელს ინგლისელმა ექიმმა ჯონ ლანგდონ დაუნმა პირველად აღწერა ამ სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, რასაც შემდგომ მისივე სახელი, დაუნის სინდრომი ეწოდა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: