ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს 
27-03-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო აქტივობებში მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან.

ამჯერად, V კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსური დავალება წარმატებით შეასრულეს. დავალების თემა იყო - „ერთი პერსონაჟის წარმოსახვითი წერილი მეორე პერსონაჟის მიმართ (რ.ინანიშვილის მოთხრობა „მუხის“ მიხედვით)“. მათი საგნის მასწავლებელი დარეჯან ტუსკაძეა, რომელიც მოწაფეებს არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობს.

თემის ფარგლებში, მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები შეასრულეს: ელექტრონული პრეზენტაცია - რევაზ ინანიშვილის ცხოვრების სამყარო, მოამზადეს; დაამუშავეს ტექსტი; შეავსეს გრაფიკული მაორგანიზებლები - „სიტყვის პირამიდა“ და „ამბის რუკა“; გააკეთეს ჩანახატები და ილუსტრაციები.  

გარდა ამისა, მოსწავლეებმა წერილის სტრუქტურა შეისწავლეს და ბოლოს, საინტერესო პრეზენტაციები გამართეს. მათ დავალებაზე ხალისით იმუშავეს.

სკოლის დირექტორმა, ნინო ჯალიაშვილმა და კლასის ხელმძღვანელმა, ნათია ურატაძემ მასწავლებელსა და მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203