წაბლანის საჯარო სკოლის პედაგოგები დასაჩუქრდნენ
27-03-2024
ასლან შაინიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი, მოსწავლეთა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები მუშაობენ. 

ისინი სასკოლო საქმიანობაში უდიდეს ენერგიას დებენ. მათი ხელმძღვანელობით კი, მოსწავლეები არაერთ წარმატებას აღწევენ. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც საზოგადოება მათ შრომას ხედავს და აფასებს. 

მანდილოსან მასწავლებლებს ქალთა დღე - 8 მარტი ხულოს პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე ემზარ დეკანაძემ მიულოცა და დაასაჩუქრა. გარდა ამისა, მან ღვაწლომოსილი პედაგოგი დააფასა. 

„პედაგოგთა სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ხულოს პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარეს - ბატონ ემზარ დეკანაძეს, ქალთა დღის მოლოცვისა და საჩუქრებისათვის... განსაკუთრებული მადლობა ღვაწლომოსილი პედაგოგის მარო მასწავლებლის პატივისცემისა და დაფასებისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203