ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში, წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, ღონისძიება გაიმართა
29-03-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, შესაბამისად, სკოლაში კითხვის პოპულარიზაციის მიზნით არაერთი ღონისძიება იმართება.
მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება.
მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის - „სახატეები“, ასევე, ბესიკ ხარანაულის - „ვაჟა-ფშაველა ცხენით მიდის ჩარგლიდან თბილისში და გზად თავის ცოლს ებაასება“.
ღონისძიებაზე გამოვლინდნენ წიგნის კითხვის, ესესა და ხატვის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები.
ღონისძიების მიზანი იყო წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება.
„ღონისძიების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის მადლობას ვუხდით ქართულის კათედრას, ასევე მონაწილე მოსწავლეებს“, -აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეებს მრავალფეროვან სასკოლო დღეებს სთავაზობენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს