ყარაჯალის საჯარო სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილები საინტერესოდ, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს
27-03-2024
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მასწავლებლები თითოეული მოსწავლის განვითარებასა და მოტივირებაზე ზრუნავენ. ამ მიზნით კი, არაერთ აქტივობას სთავაზობენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილები საინტერესოდ და აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. მეორე კლასის მოსწავლეები, გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით, კომპიუტერში ხატვასა და პროგრამა Paint-ის საშუალებით, ნახატების დამუშავებას სწავლობენ. 

მათი პედაგოგი ნ.გიგოლაშვილია, რომლის ხელმძღვანელობითაც საინტერესო აქტივობებით გაჯრებული გაკვეთილები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203