ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის ლიტერატურულმა კლუბმა ივანე მაჩაბლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას საინფორმაციო შეხვედრა მიუძღვნა 
28-03-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ლიტერატურის სიყვარულს შთააგონებენ. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს ლიტერატურული კლუბი, რომლის წევრებიც საინტერესო სამუშაო შეხვედრებს ატარებენ. 

8 თებერვალს, ლიტერატურული კლუბის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ივანე მაჩაბლის დაბადების დღესთან დაკავშირებით.

მოსწავლეები გაეცნენ პოეტის ბიოგრაფიასა და მსოფლმხედველობას, ისაუბრეს ივანე მაჩაბლის დამსახურებებსა და მიღწევებზე.

„ივანე მაჩაბელი – მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი. საზოგადო მოღვაწე; ქართველ „სამოციანელთა“ წარმომადგენელი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე და ახალი ქართული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და ივანე მაჩაბლის ღვაწლს კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203