ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში კლასებს შორის ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა
27-03-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები იმართება.

მათ შორის იყო სკოლაში თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარებული ფეხბურთის ტურნირი, რომელშიც VIII, IX და X კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ტურნირის შედეგები გამოიყურებოდა შემდეგნაირად:

  • I ადგილი - IX კლასი;
  • II ადგილი - VIII კლასი;
  • III ადგილი - Xკლასი.
საუკეთესო მეკარე გახდა გიგი გოგიტიძე (X კლასი), საუკეთესო ბომბარდირი - გიორგი კონცელიძე (IX კლასი), საკეთესო კაპიტანი - ლაშა ცინცაძე (X კლასი), საუკეთესო გოლის ავტორის ტიტული კი თაზო მალაყმაძემ (VIII კლასი) მოიპოვა.

სკოლაში გამარჯვებულ მოსწავლეებს ამ მიღწევას ულოცავენ.

„წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს აქტიურ და ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულ ახალგაზრდებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203