დილითის საჯარო სკოლაში ევროპელი ავტორების დღეს ლიტერატურული ღონისძიება მიეძღვნა
27-03-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილითის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოალაში ევროპელი ავტორების დღის აღსანიშნავი ღონისძიება - „სხვადასხვა წიგნების განხილვა“ ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მე-7, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მათ ინგლისელი მწერალი დანიელ დეფოს ნაწარმოებიდან - „რობინზონ კრუზო“ რომანიდან ნაწყვეტები წაიკითხეს და განიხილეს. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და წიგნის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.
ღონისძიების ორგანიზატორები ინგლისური ენის მასწავლებლები - სედა ანესიანი და ლარისა მარგარიანი იყვნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია