მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში დილიდან საზეიმო განწყობაა.
სასკოლო საზოგადოება საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წარმატებას აღნიშნავს. სკოლაში საქართველოს დროშები გაშალეს, მოსწავლეები სპორტულ ფორმებში გამოეწყვნენ და აქტივობები შეასრულეს.
„გურძემის საჯარო სკოლა სრულიად საქართველოს ულოცავს საფეხბურთო ნაკრების ამ უდიდეს წარმატებას! გაუმარჯოს საქართველოს“,- ამბობენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. დაძაბული თამაში პენალტების სერიით დასრულდა, გამარჯვება კი საქართველოს დარჩა.
იხილეთ ფოტოები: