საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეთა გაკვეთილი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებას დაეთმო
27-03-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მასშტაბურ კამპანიას შეუერთდა.

მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებელთან ერთად, სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს.

„21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომელიც კიდევ ერთხელ ახსენებს ყველას, რომ ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც საზოგადოების თანასწორი, სრულფასოვანი და ღირსეული წევრები არიან. მათ აქვთ უნარი იმისა, საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ“ - ასეთი შესავლით დაიწყო გაკვეთილი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა ნათია ხუჭუამ.

მან დაწვრილებით აუხსნა მოსწავლეებს ამ სინდრომის განმაპირობებელი მიზეზები, პირველად ეს დაავადება, 1866 წელს, ინგლისელმა ექიმმა - ჯონ ლანგდონ დაუნიმ აღწერა.

დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით, მე-9 და მე-5 კლასების მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია ამ სინდრომის მექანიზმის, სიმპტომების, თერაპიის შესახებ და კლასის წინაშე წარადგინეს პრეზენტაციის სახით.


21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203